სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
 
  • საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნ(ებ)ის მომზადება; 
  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შესაბამისი ავიასაწარმოებისათვის;
  • მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24-საათიანი მზადყოფნის და შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა; 
  • საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია; 
  • უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა; 
  • შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • საზღვაო ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თანამდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად;
  • მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24-საა თიანი მზად ყოფნის და საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიური ანგარიშგების წარმოება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოთა საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
  • შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
 

ლაშა შარაშენიძე 
დეპარტამენტის უფროსი (მ.შ.)

ელ-ფოსტა:  lsharashenidze@moesd.gov.ge
ტელ

 

------------------------------------------------------------------------------------------------  

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები