სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციები: 

  • სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლება და დანერგვა; 
  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის მკაფიო და გაზომვადი რაოდენობრივი გეგმების არსებობის უზრუნველყოფა; 
  • სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლების უნარ-ჩვევების გაძლიერება ხარისხობრივი და რაოდენობრივი გეგმების მოსამზადებლად; 
  • დაგეგმვის, გეგმების ოპონირებისა და გეგმების ხარისხის გაუმჯობესების პროცესების ორგანიზება; 
  • გეგმების აღსრულების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავება/დანერგვა; 
  • გეგმების ყოველკვარტალური და ყოველწლიური მონიტორინგი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება;
  • სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებებისთვის ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა; 
  • სამინისტროსა და დაქვემდებარებულ უწყებებში საქმიანობისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის პროცესის მართვა; 
  • საქმისწარმოების ვადების კონტროლი, საჭირო მონაცემების დამუშავება და ანალიზი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება (ადამიანური, ტექნოლოგიური, ოპერაციული და მონიტორინგის სისტემის არარსებობით გამოწვეული ხარვეზების იდენტიფიცირება); 
  • ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და შესაძლებლობების სისტემურ გადაწყვეტაზე ზრუნვა; 
  • სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების კრიტიკული და პრიორიტეტული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა; 
  • სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების პრიორიტეტული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა;
  • მომსახურებაზე (სერვის +) ორიენტირებული კულტურისა და მიდგომის დანერგვა თანამშრომლებში.




საკონტაქტო ინფორმაცი
 

მარიამ ბეგოიძე
დეპარტამენტის უფროსი  

ელ-ფოსტა: mbegoidzeli@moesd.gov.ge 
ტელ: +(995 32)  299 12 09

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021