ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები: 

  • ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • ეკონომიკური  პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; 
  • მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
  • ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
  • ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • შესაბამის უწყებებთან ერთად სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმოება და თანამშრომლობის გაღრმავება;
  • კანონპროექტებსა და სხვა სახის ინიციატივებზე რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზის განხორციელება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
  • საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ ანალიტიკური კვლევების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა  და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება;
  • საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება;
  • დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა და ანალიზი;
  • კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის;
  • შრომის ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • სახელმწიფო უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების/გაცვლის მიმართულებით;
  •  შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
 

  • ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველო
  • შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველო

 



საკონტაქტო ინფორმაცია


ცისნამი საბაძე
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: tsisnami@moesd.gov..ge 
ტელ: +(999 32) 299 10 65

----------------------------------------------------------------------------------------------------

თეა ლოლაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: tloladze@moesd.gov..ge
ტელ: +(999 32) 299 10 40

----------------------------------------------------------------------------------------------------

ნინო ბერიანიძე 
ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: nberianidze@moesd.gov..ge
ტელ: 

----------------------------------------------------------------------------------------------------

გიორგი გამყრელიძე 
შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი 

ელ-ფოსტა: ggamkrelidze@moesd.gov..ge
ტელ: 

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021