ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ფუნქციები:

  • ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების სფეროში საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, პროცესში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესაბამისად; 
  • ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების, პრეზენტაციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, ანგარიშის მომზადება, ასევე სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; 
  • განახლებადი ენერგიების უპირატესი ათვისებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით; 
  • ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და შესაბამისი პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სამინისტროს კომპეტენციის სფეროში არსებული მიმართულებების კოორდინაცია; 
  • მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში, აღებული ვალდებულებების შესრულება, მდგრადი განვითარების, წიაღისეული სათბობის, ენერგოეფექტურობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების კუთხით; 
  • მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადება, მისი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • მწვანე ეკონომიკის წახალისებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; 
  • აღნიშნული მიზნების მისაღწევად, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ  თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.

 


დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:


1. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების დანერგვისა და ხელშეწყობის სამმართველო

2. მდგრადი განვითარების ხელშეწყობის სამმართველო

 


საკონტაქტო ინფორმაცია:


მარგალიტა არაბიძე
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: marabidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 235 78 27 

----------------------------------------------------------------------------------------------------

ომარ წერეთელი
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების დანერგვისა და ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: otsereteli@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 235 78 36 

----------------------------------------------------------------------------------------------------

დავით ადვაძე
მდგრადი განვითარების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი  

ელ-ფოსტა: dadvadze@moesd.gov.ge
ტელ: 

 

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021