სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის  ფუნქციები:
 

  • სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის განხორციელება; 
  • სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავების ინიციირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით; 
  • სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების/პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ უწყებებთან, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშენებლო კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; 
  • საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სათანადო კვლევების საფუძველზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; 
  • სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა; 
  • სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
  • განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში, თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; 
  • სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა;

 

 


დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

ა) მშენებლობის საქმეთა სამმართველო
ბ) სამშენებლო  საქმიანობის  სამართლებრივი  რეგულირების  სამმართველო


საკონტაქტო ინფორმაცია

 

რუსუდან სულამანიძე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -  სამშნებლო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: rsulamanidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 


---------------------------------------------------------------------------------------------------- 

ზურაბ მესხი
მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: zmeskhi@moesd.gov.ge 
ტელ: +(999 32) 299 10 45

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021