გიორგი ქობულია კორპორაცია Mitsubishi Motors-ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა
14-03-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors-ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, რომელიც იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, დასახელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის რეგიონს შორის, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. 

ქართულმა მხარემ შესთავაზა იაპონურ საავტომობილო კორპორაციას საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, ასევე რეგიონული ლოგისტიკური და სათაო ოფისის გახსნა. 

შედეგად, Mitsubishi Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ მანმა მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს საქართველოს მხარის შეთავაზება და ჩაატაროს კვლევა, რომლითაც განისაზღვრება იაპონური კორპორაციის სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზარზე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021