ნათია თურნავა - საქართველოში აშშ-ის კომერციული რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება
13-06-2019

"მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს განიხილავს, როგორც პოტენციურ ჰაბს რეგიონში, სადაც აშშ-ის კომერციული და ეკონომიკური რეგიონალური წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ეს იქნება წარმომადგენლობა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება.

მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის კომერციის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021