ნათია თურნავამ საუდის არაბეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
02-08-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, აბდულა ალმუტაირს შეხვდა.

შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წაახალისებს ორი ქვეყნის ბიზნესებს მეტი კოოპერაციისკენ, ხელს შეუწყობს ურთიერთობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, იქნება ეს, ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვ. 

აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოსთან აგროპროდუქტების ექსპორტის კუთხით ითანამშრომლოს.  

ასევე პოზიტიური ტრენდია საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობის კუთხით. 2019 წლის იანვარი - ივნისში საუდის არაბეთიდან საქართველოში 68 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიაფრენებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის, რომელთა სიხშირემ კვირაში 11 რეისს მიაღწია. 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ საუდის არაბეთის მხარე მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი 2019 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021