ნათია თურნავამ ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
10-09-2019

10 სექტემბერი „ენერგეტიკოსის დღეა“ - ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიულოცა. 

ნათია თურნავას განცხადებით, ყოველი ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ქვეყნის მომავალი, განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის  სწორედ ენერგეტიკაზეც.

„მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო იმ დიდ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებმაც, რეალურად, სასიკეთო გარდატეხა უნდა შეიტანონ ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაში, თუმცა, ყველაფერი უფერულდება, თუ ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას არ გადავუხდით ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ არ ჩანან, მაგრამ მათ გარეშე არ იქმნება არაფერი - ისინი დღე და ღამე შრომობენ, აშენებენ, ქმნიან, სწავლობენ, წვალობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უწყვეტი ენერგომომარაგება, გვქონდეს გენერაციის ახალი ობიექტები, გვქონდეს ახალი ტექნოლოგიები, გვქონდეს მწვანე განვითარება და გვქონდეს მომავალი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021