სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადება
18-11-2019

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, შპს „საქართველოს გაზსაცავის კომპანიის“ მიერ, სამგორის სამხრეთ თაღის ნავთობის საბადოს ბაზაზე (XIB ugs სალიცენზიო ბლოკი) დაგეგმილია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა.

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოსდაცვითი კოდექსის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში“ 2019 წლის 13 ნოემბერს განსახილველად წარმოადგინა სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, თანდართული შესაბამისი  დოკუმენტაციით. 

სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2019 წლის 24 დეკემბერს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.economy.ge), ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს  ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas). ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში (დ. აღმაშენებლის ქ.№127) ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი.

საზოგადოებას უფლება აქვს გზშ-ის ანგარიშის განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას). 

საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.

სამგორის სამხრეთ თაღის მიწისქვეშა გაზსაცავის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და ყველა თანდართული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1rtdTQno3Lt0ALTk_K_hWsufQ2zN8oqXg


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021