ნათია თურნავა - წელს უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ - საქართველომ რეკორდულ 9,3 მლნ. საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა
30-12-2019

"ყველა გამოწვევის მიუხედავად, კერძო სექტორის, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად 2019 წელს საქართველომ რეკორდულ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ეს წელიწადი არ იყო მარტივი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იყო გამოწვევებიც, მაგრამ უფრო მეტი წარმატება იყო“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე. 

"ასეთი უპრეცედენტო შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთობლივი შრომით და მთელი სამთავრობო გუნდის კოორდინირებული საქმიანობით:

2019 წელს ჩვენ მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოეთ;

ხელი შევუწყეთ საქართველოდან პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას, მათ შორის, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით. ამით მრავალ უცხოელ ტურისტს მიეცა შესაძლებლობა წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე ეწვიოს საქართველოს, მათ შორის გაატაროს შობა-ახალი წელი ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, საახალწლოდ ძალიან კომფორტულად და შეღავათიანად იმოგზაურონ;

ჩვენ ოპერატიულად გვერდში დავუდექით საოჯახო სასტუმროებს, როდესაც მათ მოულოდნელი დარტყმა მიადგათ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და უკვე 200-მდე მცირე სასტუმრომ ისარგებლა ამ ფინანსური დახმარებით;

უფრო მიზნობრივი გავხადეთ ჩვენი ფინანსური დახმარების პრიორიტეტები პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ისე, რომ 2020 წელი იქნება ტურიზმზე ორიენტირებული წელი. სასტუმროებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბალნეოლოგიურ კურორტებს და ტურისტულ სერვისებს, მათ შორის, თემატურ პარკებს, ეთნოსოფლებს, სათავგადასავლო ტურიზმს და სხვ." - განაცხადა ნათია თურნავამ.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021