ნათია თურნავამ ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020“-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
26-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2020“-ის პანელურ დისკუსიაში „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში“ მიიღო მონაწილეობა. 

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სამხრეთ კავკასიაში მსოფიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. 

ნათია თურნავამ ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მიღწევებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო იქცა ქვეყნად, რომლის ექსპორტიც ძალიან სწრაფად იზრდება და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტის ზრდის კომპონენტი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია.

„როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 5,2% - ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა რეგიონში, აქ ექსპორტი არის მთავარი დრაივერი. თუკი მთლიანად ექსპორტი გაიზარდა 12,4%-ით, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის ზრდა კიდევ უფრო მაღალია - 13%-ით. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ეგზისტენციალური, სწორი არჩევანი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც არის სულ 3,7 მილიონი მოსახლეობისთვის, მოგვცა შესაძლებლობა და დღეს ჩვენს ქართულ ბიზნესებსა და უცხოურ ინვესტორებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეშვეობით, გლობალური ბაზრის 1/3 თან 2,3 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი და ეს არის ჩვენი მომავალი და პოლიტიკური პრიორიტეტი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველომ წლების წინ აირჩია გზა, რომელიც არის ლიბერალური საბაზრო რეფორმები, ლიბერალური ბაზარი, მაქსიმალური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი სავაჭრო სივრცის, ექსპორტის დივერსიფიკაცია. 

„ეს გახლავთ ერთადერთი სწორი არჩევანი, რომელმაც ჩვენ წლების მანძილზე ერთი მცირე პოსტ საბჭოთა რესპუბლიკიდან გვაქცია ტოპ-რეფორმერად უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021