ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
17-05-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროფესიული დღე მიულოცა კავშირგამბულობის სფეროს წარმომადგენლებს. 17 მაისი მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოებისა და საქართველოს კავშირგაბმულობის დღეა.

„საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე. დღეს, როდესაც ფართოზოლოვანი მომსახურებები და ინტერნეტთან წვდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში, რაც პირდაპირ დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული სფეროს მდგრადი, ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა და თქვენთან ერთად არაერთი ფართომაშტაბიანი რეფორმა განახორციელა, მიმდინარეობს ახალი პროგრამებიც.

ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ფოსტის სფეროში მიღწეულმა პროგრესმა და მისმა მდგრადმა ფუნქციონირებამ დიდი როლი შეასრულა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ქვეყნის საყოველთაო ბრძოლაში, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით და გამოვთქვამთ რწმენას, რომ კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლები, კვლავაც ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფთ კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურებების მაღალი ტემპებით ინოვაციურ განვითარებას და სრულყოფას, რითაც ფასდაუდებელ წვლილს შევიტანთ ჩვენს ქვეყნაში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობაში,“ - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მილოცვაში.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©