ნათია თურნავა - ჩვენ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ
18-05-2020

„დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ონლაინ შეხვედრა ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იაროსლავ ნარკევიჩთან გამართა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი. 

„ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს. მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანიებმა „ვიზეარმა“ და „ეარ ბალტიკმა“ უკვე გამოხატეს სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსს, რიგასა და საქართველოს აეროპორტებს შორის. ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს,“ - განაცხადა მინისტრმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021