ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან
18-06-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან. 

მინისტრებმა განიხილეს ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით. 

„კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021