ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმო გახსნა
30-07-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში კომპანია „ალუტექ ჯორჯიას“ საწარმო გახსნა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმო თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

ნათია თურნავა ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნო, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. განახლებული პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ შესაძლებელი გახდება უფრო მეტი საწარმოს მხარდაჭერა. რაც შეეხება სამშენებლო მასალათა ბაზარს, ის ძალიან პერსპექტიულია - ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი რესურსი, ასევე მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე და ექსპორტის დიდი პოტენციალი“ - განაცხადა მინისტრმა.  

მინისტრთან ერთად, საწარმოში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.
 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021