ნათია თურნავამ იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
28-10-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ნათია თურნავამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთის ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა მათი სოფლების გაზიფიცირების პროექტის წარმატებით დასრულება. მინისტრთან ერთდ დასრულებულ სამუშოები დაათვალიერეს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ შალამბერიძემ  და  „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა, აზერ მამმედოვმა.

სოფელ გოგნიში მცხოვრები 205 მოსახლე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, რისთვისაც აშენდა 20 456 გრძივი მეტრი გაზსადენი. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო კლდეეთს, სოფლის 216 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით. 

მთლიანად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 5 დასახლებული პუნქტი და 900-მდე ოჯახი.  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 21 დასახლებული პუნქტი და 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც 200-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. 

საქართველოს გაზიფიცირების 2019–2021 წლის პროგრამის ფარგლებში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება.

ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ეს პროგრამა გაგრძელდება - შემდგომი სამწლიანი პროგრამა უკვე 2022-24 წლებში განხორციელდება, მის ფარგლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და შედეგად, 2024 წლის ბოლოს საქართველოს 600-მდე ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021