მარიამ ქვრივიშვილი - ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებაზე აქტიურად ვმუშაობთ
16-09-2021

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ხორხე ლუჩინიმ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ესპანეთის ელჩის მ.შ.-ს გააცნო საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, დარგში კოვიდ-ის მართვის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მისი პოპულარიზების მიმართულებით, ხოლო ესპანეთი, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირის ქვეყნები, პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენს. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.  


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021