ნათია თურნავა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა
07-10-2021

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა. 

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სატრანსპორტო დარგებს შორის. გამოიყო ის მიმართულებები, სადაც ურთიერთობა განსაკუთრებით წარმატებულია. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა - აზიის ტრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოოლოდ დადებითად მოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებზე ერთობლივი პრეზენტაციების გამართვაზე, პროფილურ გამოფენებში მონაწილეობასა და სხვა სახის აქტივობების განხორციელებაზე. 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ, რომლის თაობაზეც სტამბოლის მინისტერიალზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციებმა სპეციალური ოქმი გააფორმეს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია სარკინიგზო ხაზის დროული დასრულება. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ზრდადი დინამიკით გამოირჩევა.  

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგებში.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©