ეკონომიკის სამინისტროსა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
29-10-2021

29 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ბაზაზე. გარდა ამისა, სამინისტრო და უნივერსიტეტი ითანამშრომლებენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი მოთხოვნების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 

მემორანდუმის თანახმად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამინისტროში სტაჟირება გაიარონ. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სამინისტროს წარმომადგენლების საჯარო ლექციების ჩატარებას უნივერსიტეტში.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021