ლევან დავითაშვილმა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის წოდებები დარგის 13 სპეციალისტს გადასცა
19-05-2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 13 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ საპატიო სიგელები და მედლები გადასცა. 

საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭათ:

•    ნოდარ ამაშუკელს;
•    ვასილ ქობულიას;
•    ტარიელ კიპაროიძეს;
•    კახა ქორიძეს;
•    დიმიტრი მოსულიშვილს;
•    ზურაბ ჯალაღანიას.

საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:

•    ვახტანგ ტურაშვილს;
•    კორნელი სართანიას;
•    ნაპო თოდუას;
•    გია კახიანს;
•    ნოდარ მსხალაძეს;
•    კოტე მარკოზაშვილს;
•    თამაზ ხმელიძეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და თავი გამოიჩინეს არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობის და სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად ანიჭებს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებებს.

2022 წელს არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე პირების კანდიდატურები „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებების მისანიჭებლად წარმოადგინეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ,  საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ, საქართველოს მშენებელთა ფედერაციამ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბიზნეს ასოციაციამ. 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021