ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა
19-05-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და ნინო ენუქიძე, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი დაესწრნენ. 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები. ვიცე-პრემიერმა და მოწვეულმა სპიკერებმა უპასუხეს ფედერაციის წევრების შეკითხვებს. 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო, წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობამ ბიზნესმენ ქალებს მათთვის საინტერესო, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. 

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 75 წევრს აერთიანებს, ის მულტი-დარგობრივია და ეკონომიკის არაერთ სექტორს მოიცავს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021