რომეო მიქაუტაძე ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის მხარდაჭერით დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოსა და სტრატეგიის შემუშავების პროექტის გახსნას დაესწრო
16-06-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე სემეკის პროექტის გახსნას დაესწრო. პროექტი ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის მხარდაჭერით დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტის ინიციატორებს და აღნიშნა, რომ დიგიტალიზაციის პროცესი ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამომხმარებლო და შიდა სერვისების განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას მრავალი მიმართულებით. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, სრულად უჭერს მხარს მის განხორციელებას.

რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაზე, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის დახვეწაზე და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სემეკის როლი. მისივე განცხადებით,  საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა მოიაზრებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და მის აქტიურ გამოყენებას სხვადასხვა სფეროებში, რაც, მთლიანობაში ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სისტემების ოპტიმიზაციას და განვითარებას.

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021