ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა
01-07-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. აღინიშნა, რომ საჯარო შენობების განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას. მსგავსი ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონე. 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მხრივ. საუბარი აგრეთვე წარიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გერმანიის მხარდაჭერაზე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©