ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციას შეხვდა
13-09-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალ-საეღს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.

შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორმხრივ ვაჭრობაში. 2022 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა. ითქვა, რომ ვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. დღეის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირებულია 190 კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით. აღინიშნა, რომ ამის მიუხედავად საქართველო მიესალმება ინვესტიციებს საამიროებიდან ეკონომიკის სხვა სექტორებშიც.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის, საზღვაო ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინოვაციების სფეროებში. 

აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ეწვია 40-მდე მსხვილი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებით. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნის შესახებ,

.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021