საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
25-11-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხორვატიის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 

საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ხორვატიის მხრიდან - ტურიზმისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლინა ბრნიაცმა. 

მემორანდუმი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს როგორიცაა მხარეთა შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის ინტენსიფიკაცია, ორი ქვეყნის ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლა. მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და  ხორვატიას შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021