საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
17-01-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის დაარსების თარიღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილი იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, რომელმაც ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, საფოსტო მარკა არა მხოლოდ საფოსტო საგადახდო ნიშანს წარმოადგენს, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნის განვითარებისა და ღირსეული და მაღალპროფესიული საინჟინრო კადრების მომზადების საქმეში. ეს სასწავლებელი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. მისი 100 - წლიანი იუბილესადმი მიძღვნილი მარკით ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოში ერთი საუკუნის წინ პირველი საინჟინრო სასწავლებელი დააარსეს. ამ მარკით მსოფლიოს ვაცნობებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100-წლიანი ისტორიის შესახებ“ - განაცხადა ეკა ყუბუსიძემ.  

მისი თქმით, საფოსტო მარკა შემუშავებულია გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) კონვენციის პირობების დაცვით. 

ეკა ყუბუსიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და შპს საქართველოს ფოსტას აღნიშნული მარკის შემუშავებაში თანამშრომლობისთვის.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021