მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესი დასრულდა.
საერთაშორისო ტენდერში მხოლოდ ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების მოთხოვნებს არ შეესაბამება. აღნიშნული მოთხოვნების თანახმად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა, მინიმუმ, ხუთი კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე კონსულტანტს შორის უნდა მოხდეს.
შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვა და ინტერესთა გამოხატვის (შერჩევის) ხელახლა გამოცხადება.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70