დიმიტრი ქუმსიშვილი - „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს
22-02-2018

„აჭარა ტექსტილის“ ახალი, უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მოგვცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გავზარდოთ ექსპორტი და შევქმნათ სამუშაო ადგილები. ახალ საწარმოში ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. 

ამის შესახებ საქართველოს პირველმა-ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა. 

„დღეს ჩვენ გავხსენით უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. დღეის მდგომარეობით, უკვე 25 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სრულად დასრულებისთვის ასევე განხორციელდება 15 მილიონი ლარის ინვესტიცია. რაც ჯამში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით,  შარშან საქართველოდან ტექსტილის ექსპორტი 90 მილიონ დოლარამდე იყო, რაც  რა თქმა უნდა, არის  მზარდი. 

„ეს არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. 

საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. 

„აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს,  როგორებიცაა New Balance და Under Armour.  


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021