დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებთან - “Nord Pool” – თან და “Bluberries”-თან საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხები განიხილა
26-02-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS“-ისა და „Bluberries GmbH“-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს გააჩნიათ ევროპის ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრის მართვის დიდი გამოცდილება, ამდენად, მათი რეკომენდაციები საქართველოპში შესაბამისი სექტორის რეფორმის მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი მიაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოში შეიქმნას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი და ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი. 

„Nord Pool AS“ ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია ევროპაში. კომპანია ოპერირებს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში და ევროპის 15 ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის ნომინირებული ოპერატორია (NEMO). გარდა ამისა, „Nord Pool AS“  ემსახურება ბულგარეთისა და ხორვატიის ბაზრებს. სკანდინავიის ბაზარზე მოხმარებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი „Nord Pool“-ზე ივაჭრება. „Nord Pool AS“ მსოფლიოს პირველი მულტინაციონალური ენერგო ბირჟა იყო. „Nord Poo“l „ერთი დღით ადრე“ და „შიდა დღიურ“ ბაზრებზე ვაჭრობის საშუალებას იძლევა. დღეს „Nord Pool AS“-ს 20 ქვეყანაში 380 წევრი ჰყავს, მათ შორის საჯარო და კერძო ენერგომწარმოებლები, საინვესტიციო კომპანიები, ბანკრები და ფინანსური ინსტიტუციები. 

„Bluberries GmbH“ მიუნხენში, 2011 შეიქმნა ენერგოინდუსტრიისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიზნით. 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021