კორეული კომპანია „SK E&C” საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
01-03-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი კორეული კომპანიის “SK E&C”-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალურ მმართველ დირექტორს სეუნგ სუ ლის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. 

შეხვედრაზე კორეელმა სტუმარმა გამოხატა ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის დაწყებაზე ენერგეტიკის, კერძოდ კი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით. 

გარდა ამისა, კორეული მხარე დაინტერესდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც მთელ რიგ ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კორეული მხარე შეისწავლის ამ შესაძლებლობას საქართველოში წარმოების გახსნის მიმართულებით. 

კიდევ ერთი სექტორი, რომლის მიმართაც კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, სასტუმრო ინდუსტრიაა. 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეულ მხარესთან თანამშრომლობა სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021