დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა
01-03-2018

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური პროცესებისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ორი კვირის წინ წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებაზე თავისუფალი ვაჭრობის გაფართოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია თურქ ბიზნესმენთა შორის, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორს წარმოადგენდნენ. 

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021