სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
22-03-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა. შეხვედრას საბჭოს მუდმივ შემადგენლობასთან ერთად საქართველოში ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი მნიშვნელოვანი კვლევა, „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“ და „საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები DCFTA-ს კონტექსტში“. კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, USAID „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით მოამზადა საკონსულტაციო კომპანიამ  „TBSC კონსალტინგი“.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით ქართული პროდუქტისათვის დამატებით ახალი 1,4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. მისი თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საქართველოში ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით. 

გენადი არველაძის განცხადებით, კონკურენტუნარიანი სამეწარმეო გარემო და ლიბერალური საბაზრო პოლიტიკა შესაძლებლობას აძლევს როგორც ევროპულ, ასევე ჩინურ კომპანიებს, რომ საქართველოში ინვესტირების გზით მოახდინონ სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების მიწოდება ერთმანეთის ბაზრებზე. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილმა კვლევამ გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი სექტორები, რომელშიც ინვესტირება და განვითარება  ჩინური კომპანიებისთვის დაინტერესების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვლევა „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“. 

დასასრულს აღინიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრების ჩატარება კერძო  სექტორთან  მომავალშიც იგეგმება.




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021