აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს დადებითად აფასებს
18-04-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი დადებითად აფასებს მათ განხორციელებას საქართველოში, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას. 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებებზე, რომელთაც აზიის განვითარების ბანკი პრიორიტეტულად მიიჩევს, კერძოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერას და სხვ. საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკი. კერძოდ, საპენსიო რეფორმასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.  

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პირველი მოადგილე, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021