დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის „China Merchants Group“-ს დელეგაციას შეხვდა
23-04-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გიგანტი სახელმწიფო კომპანია „China Merchants Group” და მის ჯგუფში არსებული შვილობილი კომპანიების:  „China Merchants Industrial Holding”, „China ZTT” და „Celestial Capital and Celestial Energy” წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის დელეგაციას გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი, არსებული და სამომავლო ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. 

„China Merchants Group”-ის აქტივები 1,2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში. მათი პორტფოლიო მოიცავს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ მიმართულებებს. “China ZTT” საქმიანობა ძირითადად მოიცავს მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარებას. “Celestial Capital and Celestial Energy” საქმიანობს ენერგეტიკული პროექტებისთვის ფინანასების მოზიდვის მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021