მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუმჯობესდა
27-07-2018

მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსის  მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 160 ქვეყანას შორის 2.44 ქულით 119-ე ადგილს იკავებს. გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. გაუმჯობესება შეინიშნება თითქმის ყველა კომპონენტში: საბაჟო (2.42 ქულა), ინფრასტრუქტურა (2.38 ქულა), საერთაშორისო გადაზიდვები (2.38 ქულა), ლოგისტიკური შესაძლებლობები  (2.26 ქულა), დრო (2.95 ქულა).  

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს. შეფასება 5 ბალიან შკალაზე (1 ქულა არის ძალიან ცუდი, ხოლო 5 ქულა - ძალიან კარგი) ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება: 

  1. საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა;
  2. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
  3. კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა;
  4. ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი;
  5. ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა;
  6. ვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება;

2018 წლის ლოგისტიკის ინდექსი ემყარება მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვლის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს, კერძოდ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებიდან მთლიანობაში 108 ქვეყანაში 869 რესპოდენტი გამოიკითხა. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021