გიორგი ქობულია სამხრეთ კორეული ენერგეტიკული კორპორაციის „KHNP“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
17-09-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სამხრეთკორეული მსხვილი ენერგეტიკული კორპორაციის „Korea Hydro & Nuclear Power“ (KHNP) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. 

Korea Hydro & Nuclear Power (KHNP)-ს კორეაში ენერგეტიკულ ბიზნესში საქმიანობის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს. მათ კარგად შეისწავლეს საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ნინო ენუქიძე, ასევე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021