გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
15-12-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის განვითარების საკითხების შესახებ შეხვედრა სთხოვეს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს სადაზღვევო ბაზარი დგას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოგების გადასახადის რეფორმის - ე.წ. „ესტონური მოდელის“ გავრცელება სადაზღვევო კომპანიებზეც. ითქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა მუშაობს, რათა ის კერძო სექტორის სასარგებლოდ ამოქმედდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021