საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების (არქიტექტორების) სია

შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების (არქიტექტორების) სია

 

მოგეხსენებათ, ევროპარლამენტისა და საბჭოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ 2010 წლის 19 მაისის 2010/31/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს სავალდებულო ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების შემუშავება და მიღება განსაზღვრულია „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონით. 

2021 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №354-ე დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების და შენობების ელემენტების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 1-ელი ივლისიდან. 

აღნიშნული დადგენილების მიზანია განისაზღვროს შენობის, შენობის ნაწილების ან შენობის ელემენტების ენერგეტიკული მახასიათებლებისა და შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების და მათი მონტაჟის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ხარჯეფექტური. ეს კი, ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების  შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად.

ამოქმედების პროცესი ხორციელდება ორ ფაზად, რაც გარდამავალ ეტაპზე გულისხმობს ვალდებულების გავრცელებას მხოლოდ ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტებზე. მას შემდეგ, რაც შენობების სერტიფიცირების სისტემა დაინერგება აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, შეეხება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში ყველა არსებულ შენობას და არსებული შენობის ნაწილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება. 

2023 წლის 1-ელი ივლისიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შენობა აკმაყოფილებდეს №354-ე დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. იმისათვის, რომ შენობის დაპროექტების ეტაპზე სწრაფად და მოქნილად მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული პროგრამა, სადაც შენობის მონაცემების შეყვანის საფუძველზე გამომუშავდება შესაბამისობის დეკლარაცია. პროგრამა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://geecb.ge/ 

საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ასევე, შესაძლებელია ექსპერტის მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექსპერტებისთვის:

1. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:

  • არქიტექტურა;
  • მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია;
  • მშენებლობის ინჟინერია;
  • სამოქალაქო ინჟინერია.

2. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს პირველ პუნქტში მითითებულ განათლებასთან უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შემდეგი ხანგრძლივობით:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - კვალიფიკაციის შესაბამისი გამოცდილების სულ მცირე 2 წელი;
  • მაგისტრის აკადემიური ხარისხი - კვალიფიკაციის შესაბამისი გამოცდილების სულ მცირე 1 წელი;
  • სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება, რაც არ არის ნახსენები პირველ პუნქტში - ენერგოეფექტურობის მიმართულებით გამოცდილების სულ მცირე 5 წელი.

3. პირველ პუნქტში მითითებული განათლების მოთხოვნა შეიძლება ჩანაცვლდეს იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება და ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ ან რამდენიმე სფეროში აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება:

  • შენობების დიზაინი;
  • ტექნიკური გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი, მონტაჟი ან მოვლა;
  • სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი;
  • უძრავი ქონების შეფასება;
  • კადასტრის აზომვა;
  • შენობებისთვის ენერგეტიკული გადაჭრის დიზაინი;
  • ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის განხორციელება;
  • ენერგომენეჯმენტი.

 

 

 

 


 

ენერგოაუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელ ენეგოაუდიტორთა სია

ენერგოაუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელ ენეგოაუდიტორთა სია 

 

"ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს  კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულია ენერგოაუდიტის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, ენერგოაუდიტის წესის დამტკიცებასა და ამოქმედებას, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გარდამავალი ეტაპისთვის, შეიმუშავა ენერგოადუტორთა სია, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ენერგოაუდიტის განხორციელებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის შედეგები

 

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის შედეგები

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, 2023 წლის 10 თებერვალს გამოცხადებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები.

 

აუქციონის შედეგები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების შეღწევადობა ქართულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში


დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021