ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ფუნქციები: 

 

  • ენერგეტიკის სფეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიის, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების/გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციებისა და ღონისძიებების მომზადება-დაგეგმვა; 
  • ენერგეტიკული ობიექტების საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო, სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო საქმიანობის დოკუმენტების განხილვა, განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; 
  • ელექტროენერგიისა (სიმძლავრის) და ბუნებრივი გაზის ბალანსების მონიტორინგი; 
  • სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა; 
  • სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
  • აღნიშნული საწარმოების მიერ განსახორციელებელი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციასთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია; მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა; 
  • საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • საინვესტიციო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა შესრულება და კოორდინაცია; საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებით (მემორანდუმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
  • ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

 


დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

1. ენერგეტიკული პროექტების განვითარებისა და მონიტორინგის სამმართველო

2. ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

3. ანალიზისა და დაგეგმარების  სამმართველო

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ჯუბო ტურაშვილი 
დეპარტამენტის უფროსი

ელ-ფოსტა: jturashvili@moesd.gov.ge
ტელ:  +(999 32) 235 78 23

----------------------------------------------------------------------------------------------------

ვლადიმერ ფირადაშვილი 
ენერგეტიკული პროექტების განვითარებისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი 

ელ-ფოსტაvfiradashvili@moesd.gov.ge
ტელ

----------------------------------------------------------------------------------------------------

ზურაბი არველაძე 
ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: zarveladzei@moesd.gov.ge
ტელ

----------------------------------------------------------------------------------------------------

ელენე გოქსაძე
ანალიზისა და დაგეგმარების  სამმართველოს უფროსი 

ელ-ფოსტაegoksadze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 235 78 26

----------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021