სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ფუნქციები:  

  • სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; 
  • სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; 
  • სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესის მიმოხილვის გავრცელება; 
  • პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა; 
  • სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება; 
  • სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის  განახლება;
  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება; 
    სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; 
  • სამინისტროს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საჯარო შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; 
  • ქვეყნის ბრენდის თანმიმდევრული განვითარება; 
  • პოტენციური პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის რეპუტაციის ამაღლების ხელშეწყობა; 
  • ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად საჭირო არხების განსაზღვრა, მოლაპარაკებების წარმოება; 
  • ბრენდის უწყვეტი კომუნიკაცია დაგეგმილი ინტენსივობითა და შეთანხმებული ფორმით; 
  • ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ფორუმების, კონფერენციებისა და გამოფენების ორგანიზების უზრუნველყოფა/განხორციელება;
  • ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის უწყვეტი მოგროვება და მათი ანალიზი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
 

თამთა გერგედავა 
დეპარტამენტის უფროსი
 

ელ-ფოსტა: tamta.gergedava@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 11 21

----------------------------------------------------------------------------------------------------

გიორგი კალანდაძე 
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტა: gkalandadze@moesd.gov.ge 
ტელ: +(995 32) 299 11 26

----------------------------------------------------------------------------------------------------

დავით ღონღაძე 
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ელ-ფოსტაdgongadze@moesd.gov.ge 
ტელ: +(995 32) 299 10 61

----------------------------------------------------------------------------------------------------

 

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021