იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები: 
 

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; 
  • სხვადასხვა უწყებიდან შესული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; 
  • დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; 
  • სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; 
  • ადმინისტრაციული საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; 
  • იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას; 
  • სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა; 
  • კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“
  • საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა.



დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის და ხელშეკრულებების  ექსპერტიზის სამმართველო

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო

გ) საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო



საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თეა გვარამია
დეპარტამენტის უფროსი 

ელ-ფოსტა: tgvaramia@moesd.gov.ge
ტელ

----------------------------------------------------------------------------------------------------

თეიმურაზ მეშველიანი
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 

ელ-ფოსტა: tmishveliani@moesd.gov.ge
ტელ: 

----------------------------------------------------------------------------------------------------

სოფიო ახალაძე–გულორდავა
სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: sakhaladze@moesd.gov.ge 
ტელ: +(999 32) 299 10 48

--------------------------------------------------------------------------------------------------––

ინგა გაბისონია
საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის  სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: igabisonia@moesd.gov.ge
ტელ

----------------------------------------------------------------------------------------------------

მარიამ ადეიშვილი

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა:  madeishvili@moesd.gov.ge

ტელ

დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021