ენერგეტიკა

საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ - კანონი ადგენს ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს.
 

საქართველოს კანონი ნავთობისა და გაზის შესახებ - საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება
 

საქართველოს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ - კანონის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები; დაადგინოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები. 
 

საქართველოს კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ - კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს

 

 

 

 



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021