ნათია თურნავა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის გახსნას დაესწრო
10-10-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის გახსნას დაესწრო.  ნათია თურნავამ საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა-3“ კომპანია „ჩირინას“ ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამების - „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა“ მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კომპანიის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ასევე მთელ საზოგადოებას ახალი საწარმოს შექმნა მიულოცა 

“ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია ამ კომპანიასაც და ზოგადად, საქართველოში მეფრინველეობის დარგს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუდგებით გვერდში ასეთი ტიპის წარმოებებს, რათა ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით მოვამარაგოთ ჩვენი მომხმარებელი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „ჩირინა“ 2010 წელს დაარსდა და 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. 7 წელია, რაც „ბიუ ბიუ“-ს ბრენდის გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო წლების განმალობაში „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რითაც ანაცვლებს იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი, ადგილობრივად წარმოებული ხორცით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021