ნათია თურნავა „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა
23-12-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ურბან ჯორჯიას“ ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა. 

ნათია თურნავამ კომპანიის გენერალურ დირექტორს პირადად მიულოცა ახალ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში. 

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და „ტავ ურბან ჯორჯიას“ შორის არსებული მჭიდრო თანაშრომლობა. 

საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აერპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც „ტავ ჯორჯია“ 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ტავ ურბან ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021