რომეო მიქაუტაძემ „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამის რეგიონულ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა
23-09-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) რეგიონული ასამბლეის მე-4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა EU4Environment-ის პროგრამის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე. 

რომეო მიქაუტაძემ გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკისა და მწვანე ინოვაციების დანერგვა, მწვანე ზრდის ინდიკატორების განვითარება და სხვ. მან დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის. 

EU4Environment-ის პროგრამა ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი) მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, იმგვარი მართვის და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვაში, რომელიც შეამცირებს გარემოზე ზეგავლენის რისკებს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას და მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021