ლევან დავითაშვილი ისრაელის ვიცე-პრემიერს გიდეონ საარს შეხვდა
20-09-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, იუსტიციის მინისტრს გიდეონ საარს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი. 

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. 

განსაკუთრებულად ხაზი გაესვა საქართველო - ისრალის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ხალხთაშორის არსებულ საუკუნოვან ურთიერთობებს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, ორმხრივ ვაჭრობას, რომელსაც, ქართული მხარის შეფასებით, ახალ ბიძგს მისცემს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორ ქვეყანას შორის. აღინიშნა, რომ უკვე მომზადებულია კვლევა, რომელმაც საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობა შეისწავლა. 

ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021