ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
23-09-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. 

სხდომის ფარგლებში გაკეთდა პრეზენტაციები ბაზარზე ზედამხედველობის რეფორმის, მიმდინარე გამოწვევებისა და პერსპექტივების თაობაზე, ასევე, ახლადშექმნილი უწყების - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა განსახილველად "საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის” 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

სხდომის ფარგლებში გაიმართა დისკუსია წარმოდგენილ პრეზენტაციებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სხდომის მონაწილეებმა, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა, ყურადღება გაამახვილეს სხვდასხვა მნიშვნელოვან გამოწვევასა და საკითხზე. 

საბჭოს თავმჯდომარემ - ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა კერძო სექტორთან რეგულარული, სტრუქტურირებული თანამშრომლობის საჭიროებაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს, როგორც კერძო სექტორთან დიალოგის წარმატებული პლატფორმის, გაძლიერებისა და აქტიური ფუნქციონირების მნიშვნელობას.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021