ენერგეტიკული საწარმოების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები:
სამინისტროს მართვაში არსებული ენერგეტიკული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ამ საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
აღნიშნული საწარმოების მიერ განსახორციელებელი, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში.