საგარეო ვაჭრობა

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე თავი - განსაზღვრავს სააქციზო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციის ჩამონათვალს და სააქციზო განაკვეთებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე თავი - განსაზღვრავს იმპორტის დაბეგვრის ობიექტებს, საქონლის საიმპორტო გადასახადების განაკვეთებს, ასევე ზოგიერთი სახის პროდუქციის საიმპორტო გადასახადისაგან გათავისუფლებას და იმპორტთან  დაკავშირებულ სხვა რეგულაციებს. 

საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ - აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს და განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, მათ შორის საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციის სახეობებს. ასევე, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს. 

შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ კანონი ადგენს შეიარაღების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკის, ნედლეულის, მასალების, მოწყობილობების, ტექნოლოგიების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და მათ წარმოება-გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი - განსაზღვრავს ეტიკეტირების მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია მომხმარებლისთვის აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაციის მიწოდება, რასაც ასევე ექვემდებარება იმპორტირებული პროდუქცია. მოიცავს პროდუქციის უსაფრთხოებისადმი ზოგად მოთხოვნებს და მათ შორის  მოიცავს შეფუთვის,  ნიშანდების და ეტიკეტირების პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესის ან წარმოების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს.

 



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021